: ხოდა არ იქნება ასე. ბიზნესს მოუწევს რეჟიმის ჭკუაზე სიარული. თუ არა და აგერ სამართალდამცავი უწყებები მიხედავენ მათ თავგასულობას

ფილოსოფოსი :
მ სამართალდამცავ უწყებებს დაავალა სუპერმარკეტებში ფასების შესწავლა და… და რა? რისი გამოვლენა? რომ ბრინჯს ძვირად ყიდის აგროჰაბი? მერე?
მერე ის, რომ დიდი ალბათობით სუპერმარკეტებს დაუწესებენ მოგების კოეფიციენტებს. და რატომ იცით? იმიტომ, რომ ფასები არ მოდის თანხვედრაში პარტიის პოლიტიკასთან. თუ ვმდიდრდებით პროდუქტებს რატომ ვერ ვყიდულობთ? თუ პენსია იზრდება, პენსიონერი რატომ ღარიბდება?
ხოდა არ იქნება ასე. ბიზნესს მოუწევს რეჟიმის ჭკუაზე სიარული. თუ არა და აგერ სამართალდამცავი უწყებები მიხედავენ მათ თავგასულობას.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ კვდება თავისუფლება ქვეყანაში. რა თქმა უნდა ბიზნესის ჯერიც მოვიდოდა და მოვიდა კიდეც. ზუსტად იმ ბიზნესის, რომელიც ტაშს უკრავდა რეჟიმს, როდესაც ის სხვა თავისუფლებებს იტაცებდა.
პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ პარალელურად რეჟიმმა ფერარის ცენტრის გახსნა იზეიმა რამდენიმე დღის წინ. ფერარი თუ იყიდება, ესე იგი ყველაფერი კარგად არის და ვმდიდრდებითო. ხოდა თუ ფერარის ყიდვა შეგვიძლია, ზეთს ცხრა ლარად რატომ ვერ ვყიდულობთ?

ასევე დაგაინტერესებთ