84 წლის ასაკში გარდაიცვალა “სუხიშვილების” ოქროს თაობის მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ სუხიშვილის მეუღლე ინგა თევზაძე. ამის თაობაზე წერს “ქართული ნაციონალური ბალეტის” ოფიციალური “ფეისბუქგვერდი”.

“ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა – საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმაისტერი – ქალბატონი ინგა თევზაძე. ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში. ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს – ქართულ ნაციონალურ ბალეტს. ნათელში იყოს მისი სული.
პანაშვიდი: 25 და 26 დეკემბერი, 17:00სთ-დან
დაკრძალვა: შაბათს, 27 დეკემბერს 14:00სთ
მისამართი: ი. აბაშიძის ქუჩა 21”, – ვკითხულობთ განცხადებაში.




