სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია

სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს პარტია ფედერალისტები, და ის 20 კაცი ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია
პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც -ს მოუწოდა, შეისწავლოს სასურსათო ბაზარზე პროდუქტების სიძვირის მიზეზი და გამოაკრვიოს, ხომ არ მუშაობენ კარტელური პრინციპით ბაზრის მოთამაშეები, ოპოზიციონერების რეაქციას ეხმიანება. კერძოდ, დობორჯგინიძე აფასებს რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობა სავაჭრო ქსელების რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების გამო.
როგორც დობორჯგინიძე წერს, იმ ოცმა კაცმა, ვინც არ ეთანხმება პრემიერის გადაწყევტილებას, დანარჩენ ქვეყანას უნდა აუხსნან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ “სლობოდას” შეუძლია. “მას შემდეგ, რაც რესტორნებში მოწევის აკრძალვამ სარესტორნო ბიზნესი გააკოტრა, სწრაფი სესხების შეზღუდვამ ეკონომიკა ჩამოშალა, ხოლო აზარტული თამაშების რეკლამების შეზღუდვამ ტურისტული სექტორი გაანადგურა, ახლა მაიონეზის დისტრიბუციის ბიზნესი გადაინაცვლებს შავ ბაზარზე და სუპერმარკეტების ქსელის ჩამოიშლება. სასწრაფოდ უნდა შეიკრიბოს , რეიგანის ძეგლთან, ფრიუნის ეკონომიკის ექსპერტთა ჯგუფი, პარტია ფედერალისტები, რომან გოცირიძე, გიგა ბედინეიშვილი და ის 20 კაცი ვინც ქვეყანაში ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობა და აუხსნან დანარჩენ ქვეყანას, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების და თავისუფალი სამყაროს წევრობის პერსპექტივა მხოლოდ თავისუფალ კონკურენციაში მყოფ მაიონეზ სლობოდას შეუძლია.” – წერს ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერის ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების გზაზე! როცა ხელოვნურად გაბერილი ფასები და კარტერული გარიგებების კვალი იკვეთება, სახელმწიფომ ასე უნდა იმოქმედოს

პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა