გაერო-ში -ის ელჩი – აშშ ნიკოლას მადუროს და მის თანამოაზრეებს ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად არ აღიარებს

აშშ ნიკოლას მადუროს და მის თანამოაზრეებს ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად არ აღიარებს, – ამის შესახებ გაერო-ში -ის ელჩმა, მაიკ უოლცმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ნიკოლას მადურო ამერიკულ მართლმსაჯულებას ემალება და ის უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია Cartel de Los Soles-ის ლიდერია. მადურომ და მისმა რეჟიმმა მოიპარა და საერთაშორისო საზოგადოებას ამის მტკიცებულებები აქვს“, – განაცხადა მაიკ უოლცმა.
მისი თქმით, „სანქცირებული ნავთობტანკერები მადუროს რეჟიმის მთავარი ეკონომიკური შემოსავლის წყაროა“.
„ასევე, სანქცირებული ტანკერები ნარკოტერორისტულ დაჯგუფებას Cartel de Los Soles-ს აფინანსებენ. ამ ნახევარსფეროსთვის, ჩვენი სამეზობლოსთვის და აშშ-სთვის ყველაზე სერიოზულ საფრთხეს ტრანსნაციონალური ტერორისტული და კრიმინალური დაჯგუფებები წარმოადგენენ“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება