ლიბიის არმიის მეთაური თურქეთში ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ლიბიის პრემიერ-მინისტრის, აბდულ ჰამიდ დბეიბეჰის განცხადებით, თურქეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის მეთაური დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი ადამიანი სამშაბათს საღამოს თურქეთის დედაქალაქ ანკარიდან Falcon 50-ის ტიპის თვითმფრინავით მიფრინავდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ბიზნეს-თვითმფრინავთან სიგნალი აეროპორტიდან აფრენიდან დაახლოებით 42 წუთის შემდეგ დაიკარგა.
ტრიპოლისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა კავშირის დაკარგვამდე საგანგებო დაშვება მოითხოვა. თვითმფრინავის ნამსხვრევები მოგვიანებით ანკარის სამხრეთ-დასავლეთით იპოვეს. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
გენერალი ჰადადი და მისი გუნდი თურქეთში ორ ქვეყანას შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდნენ.