– ვგრძნობთ, რომ ამერიკას ომის დასრულებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა სურს – არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, გრძნობს, რომ შეერთებულ შტატებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმების მიღწევა სურს.
„უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება დაბრკოლება მშვიდობისთვის. აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დოკუმენტები იყოს და იყოს რეალური. მთავარია, რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია და 100%-ით სერიოზულად იყოს განწყობილი ომის დასრულების მიმართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.
„მსოფლიოს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზეწოლამ იმუშაოს, მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და -ის პრეზიდენტ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო. გუშინ უმეროვმა და გნატოვმა პრეზიდენტ ზელენსკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნეს.

ასევე დაგაინტერესებთ