მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) „ქოლ-ცენტრების” მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საპატიმროდან გამოგზავნა.
ხაბეიშვილი თავის გზავნილში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება აქვს წარმოებული და გამოქვეყნებული.
„მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) “ქოლ-ცენტრების” მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე, მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც „ქოლ-ცენტრი” იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ“, – ნათქვამია ლევან ხაბეიშვილის წერილში, რომელიც ადვოკატზე დაყრდნობით „ფორმულამ“ გაავრცელა.




