რუსული მარცვლეული სომხეთში აზერბაიჯანის რკინიგზით ჩაიტანეს

რუსეთიდან, კერძოდ ვოლგოგრადის რეგიონიდან სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველად გაიგზავნა კომერციული ტვირთი – მარცვეული. ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების შედეგია.
ეს ინფორმაცია დღეს, 23 დეკემბერს გაავრცელა რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა. გამოცემის ცნობით რუსეთის რკინიგზის დაქვემდებარებაში არსებულმა სახელმწიფო კომპანიამ წაიღო – პირველი პარტია 8 ვაგონისგან შედგებოდა.
ამავე წყაროს ცნობით, წლის ბოლომდე ამ მარშრუტით მარცვლეულით დატვირთული 30 ვაგონის გაგზავნა იგეგმება, რაც ჯამში ორ ათას ტონაზე მეტ მარცვლეულს შეადგენს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე არსებული აკრძალვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 2025 ოქტომბერში გამოაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზადყოფნა, უზრუნველყოს ტრანზიტი თურქეთიდან აზერბაიჯანში (ასევე, პირიქით) – სომხეთის ტერიტორიის გავლით.
2025 წლის ნოემბრის დასაწყისში, ყაზახური მარცვლეულით დატვირთული მატარებელი ასევე აზერბაიჯანის გავლით ჩავიდა სომხეთში.
ამასთან, 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა – საქართველოს ტერიტორიის გავლით. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა. პირველი პარტია საქართველომ უსასყიდლოდ გაატარა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს