იტალიის ანტიმონოპოლიურმა მარეგულირებელმა (Autorita Garante della Concorrenza e del Mercato (AGCM)) Ryanair-ი ბაზარზე დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებისთვის დააჯარიმა, – იტყობინება AGCM-ის ვებსაიტი.
ავიაკომპანია 255.7 მილიონი ევროთი დაჯარიმდა იმის გამო, რომ მან 2023 წლის აპრილიდან განზრახ გაართულა ტურისტული სააგენტოებისთვის თავისი ბილეთების მიყიდვა სხვა სერვისებთან კომბინაციაში.
გამოძიების თანახმად, კომპანიის სტრატეგია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: პირველ რიგში, მათ დანერგეს სახის ამოცნობა სააგენტოების მეშვეობით შესყიდვების განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის, შემდეგ დაიწყეს გადახდის მეთოდების დაბლოკვა და ონლაინ სააგენტოების ანგარიშების მასობრივი წაშლა.
ვრცლად liga.net – ზე




