ს ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა, მომავალი წელი შესაძლოა ომისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს – WASHINGTON POST

რუსეთის ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა, მომავალი წელი შესაძლოა ომისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს — ამის შესახებ გამოცემა WASHINGTON POST წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ს რეზერვები ამოწურულია, სანქციები ნავთობსა და ბანკებს ურტყამს, ხოლო 2026-მა წელმა შესაძლოა ფინანსური კრიზისი მოიტანოს.
რუსეთის პოზიცია ამჟამად უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. კრემლმა დახარჯა ნაღდი ფულის რეზერვების უდიდესი ნაწილი და ნასესხები სახსრები, რაც მას რეკორდული სამხედრო ხარჯების დაფინანსების საშუალებას აძლევდა.
„მოსალოდნელია საბანკო კრიზისი. შესაძლებელია გადახდების შეწყვეტის კრიზისიც დადგეს. არ მინდა ვიფიქრო ომის გაგრძელებაზე ან მის ესკალაციაზე,“ – განუცხადა ამერიკულ გამოცემას ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
გამოცემა წერს, რომ ნავთობის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები გადამწყვეტ დარტყმას აყენებს ქვეყანას. შეზღუდვების გამო მოსკოვი იძულებულია ნავთობი ბარელზე 20 დოლარზე მეტი ფასდაკლებით გაყიდოს, ნავთობისა და გაზის შემოსავლები კი, რომლებიც ბიუჯეტისთვის კრიტიკულია, მცირდება.
ამავდროულად, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში სამხედრო ხარჯებმა უკვე მიაღწია რეკორდულ $149 მილიარდ დოლარს. ნავთობის ინდუსტრია კრიზისში იძირება, ბოლო სანქციები კი ამ პროცესს დააჩქარებს. თავად რუსი ბანკირებიც განგაშს ტეხენ საბანკო სისტემაში დამალული „ცუდი სესხების“ (ვადაგადაცილებული სესხების) მზარდი დონის გამო.
WASHINGTON POST-ი განმარტავს, რომ მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, რომლებიც ახლა 16.5%-მდეა ჩამოსული, დაიწყო ინფლაციის შეკავება, თუმცა ისინი კვლავ ანადგურებენ კორპორაციულ მოგებასა და ფულად რეზერვებს. შედეგად, ინვესტიციები შეჩერდა, ზოგიერთ სექტორში წარმოება მკვეთრად დაეცა, ხოლო დეფოლტების რაოდენობა მთელ ეკონომიკაში გაიზარდა.