ბათუმში ვარდების სკვერთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში, ვარდების სკვერთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი უსახლკაროები არიან და საცხოვრებელი არ გააჩნიათ. აქციის მონაწილეები, მთავრობას მიმართავენ, რომ დროულად მოხდეს მათი პრობლემის შესწავლა და უსახლკაროთა სტატუსის მინიჭება საკანონმდებლო დონეზე.
მოქალაქეების თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი ქირით, ზოგი კი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.
მათი მტკიცებით, უსახლკარო მოქალაქეთა რაოდენობა 3000-მდე აღწევს.
აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება