პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ცდილობს ქრისტეს 41 ნომერი მაისური ჩააცვას

„ქართული ოცნება“ ცდილობს ქრისტეს 41 ნომერი მაისური ჩააცვას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლებისთვის ბოლოს თავშესაფარი რელიგიური და პატრიოტული თემატიკით სპეკულაციაა.
„მიზანმიმართულად არ ავყვები ზიზღისა და დამცირების რიტორიკაში. ქრისტიანობა საქართველოში 2 000 წელია. გადმოცემის მიხედვით, ქრისტიანობა სამმა მოციქულმა იქადაგა და ახლა, ამ ხალხს ელაპარაკო ქრისტიანობაზე საარჩევნო მესიჯებით, მოინდომო ქრისტეს ისე ჩართვა საარჩევნო კამპანიაში, როგორც ს, ლამისაა ქრისტეს 41 ნომერი ჩააცვან, ეს არასწორია. მართლა გეუბნებით, მკრეხელობაა. ეს სიტყვა რომ გავიმეორე, შინაგანად მართლა ვფიქრობ, რაზე ვლაპარაკობთ? – მართლა რაზე ვლაპარაკობთ. არ ვიცი, კონსულტანტმა ურჩია, რუსმა „პიარშიკმა“, თუ მოშემ, მაგრამ საქართველოში წარმოუდგენელი მკრეხელობაა. რწმენის საკითხი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს ჩვენ საზოგადოებაში, ფარისევლობა მუშაობს. ვიღაცა რომ ხალხის დასანახად გადაიწერს პირჯვარს, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ეს რწმენა, ან შეიძლება ვიღაცა მუხლებზე რომ დადგება, როცა ტელევიზიას დაინახავს, ჰგონია, ეს რწმენაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს რწმენა არ არის და ეს არის ფარისევლობა.
სახარებაში უფალი გვეუბნება, რომ ვინც მოსაჩვენებლად წინ დგას, ხალხის შემოწერილობას აკეთებს, ეს არ არის ღმერთისთვის, ეს არის საკუთარი თავისთვის გაკეთებული. “ქართულ ოცნებას“ ახლა ეს სჭირს. ნამდვილად ქრისტიანობისა და ეკლესიის გვერდში დგომის ნაცვლად, ესენი სახელს უტეხენ მართლმადიდებლურ ეკლესიას, როდესაც ცდილობენ, რომ უფალი კიდევ ერთხელ გამოიყენონ საარჩევნო კამპანიაში და ჩააცვან 41 ნომერი მაისური. ეს არის სამარცხვინო მკრეხელობა, ფარისევლობა. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
რუსულ პიარში დუგინი პირდაპირ ამბობს, რომ „ქართველები ემოციებით უნდა ვმართოთ, ეს არის ძველი ქრისტიანული ერი, მათთვის ქრისტიანობა, რწმენა და ტრადიციები არის ემოციური ძარღვი, რომელზე შეხებითაც შეგვიძლია მათი ყურადღების მოპყრობა“. ალბათ, ამას აკეთებენ, დუგინის დოქტრინას მიჰყვებიან”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ