-ში გამართული შეხვედრების შესახებ უკრაინის დელეგაციისგან ინფორმაციას მოისმენს

ში მშვიდობის დამყარების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები, რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი დღეს ს შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ველოდები მომზადებულ დოკუმენტებზე სრულ ანგარიშს. ინტენსიურად ვიმუშავეთ, ძირითადად უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტებზე, ასევე მთავარი დოკუმენტის 20 პუნქტზე – უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მიერ განხილულ ძირითად ჩარჩოზე. რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი მოხსენებას წარმოადგენენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის და მკვლელობების გარეშე ცხოვრება შეუძლია.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ პუტინს შეუძლია ცხოვრება მკვლელობებისა და შემოჭრის გარეშე. მაგრამ რუსული ნავთობის ფასის ვარდნა, მკაცრი საერთაშორისო სანქციები და ზეწოლის ყველა სხვა ფორმის გაგრძელება – ეს არის ის, რაც ასეთ ჯიუტ ადამიანსაც კი დაარწმუნებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 21 დეკემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და -ის პრეზიდენტ ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში ბოლო სამი დღის განმავლობაში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ