მსხვერპლი, ნგრევა – ზე მასირებული შეტევა იყო რუსული დრონებითა და რაკეტებით

ს ჯარები გასული ღამიდან ს უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ, რასაც დილიდან დაემატა სარაკეტო დარტყმები. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში გამოაცხადეს საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა გადავიდნენ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დილიდან დაიწყო პირველადი შედეგების გამოქვეყნება.
ს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ვიშგოროდის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლი. ობუხოვის რაიონში დაზიანებულია ორი სახლი.
ხმელნიცკის ოლქში ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონების ნამსხვრევებმა სახლი დააზიანა დედაქალაქის სვიატოშინსკის რაიონში. დაშავებულია სამი ადამიანი.
ჟიტომირის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხით დილის ათი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო საწარმოები.
გასულ ღამით ს ჯარებმა დრონებით ისევ დაარტყეს ოდესის ოლქს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და ერთი გემი.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 23 დეკემბერს, დილის ცხრა საათისთვის განაცხადა, რომ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად ზოგიერთ ოლქში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა.
სამინისტროს კონკრეტული ოლქები არ დაუსახელებია. მისი ინფორმაციით, ენერგეტიკოსები და მაშველები შედეგების ლიკვიდაციას დაიწყებენ, როგორც კი უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია ამის შესაძლებლობას მისცემთ.
უკრაინაზე რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის გამო პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ ქვეყნის საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად გამანადგურებლები გაგზავნა და მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემები.
უკრაინის პრეზიდენტმა მ 22 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც უარი თქვა „საშობაო ზავზე”, მორიგ მასირებულ დარტყმებს ამზადებს, განსაკუთრებით 23-25 დეკემბრის პერიოდში. უკრაინაში შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ