პოლონეთმა, ზე ს მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა

პოლონეთმა, ზე ს მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო სივრცეში ავიაგამანადგურებლები განალაგა, – ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, პოლონეთის საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები აფრინდნენ, ხოლო ხმელეთზე განლაგებული საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემები სამხედრო მზადყოფნაში მოვიდა“, – ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად უკრაინის დედაქალაქში, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა.