რუსი ბიზნესმენი „დინამო ს“ შეძენას გეგმავს

რუსმა ბიზნესმენმა იოსიფ ძაგაევმა საფეხბურთო კლუბ „დინამო ს“ შეძენის კომერციული წინადადება ოფიციალურად წარადგინა,- ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, იოსიფ ძაგაევი ადრე მონაწილეობდა ს ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში, ასევე მოსკოვის მერისა და პეტერბურგის გუბერნატორის თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის პროცესში. ის ამჟამად ახორციელებს საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებს და მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან ჰონკონგიდან და სინგაპურიდან.
შემოთავაზებული ტრანზაქცია მოიცავს:
კლუბის შეძენას განსაზღვრული პირობით;
საინვესტიციო ვალდებულების აღებას;
კლუბის ისტორიის და ადგილმდებარეობის შენარჩუნებას;
საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვას.