საფრანგეთში 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცივ შობის დღესასწაულს პროგნოზირებენ
საფრანგეთში მეტეოროლოგები შობას ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე დაბალ ტემპერატურას ელოდებიან, იუწყება Figaro La Chaine Métеo-ზე დაყრდნობით.
25 დეკემბერს, შუადღისას, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა 0-დან პლუს 3 გრადუს ცელსიუსამდე იქნება, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე კი ტემპერატურა 7-დან 11 გრადუს ცელსიუსამდე, ხოლო კორსიკაზე 14 გრადუსამდე იქნება მოსალოდნელი.
2025 წელს საფრანგეთში შობის დღესასწაულზე საშუალო ტემპერატურა, სავარაუდოდ, 2.1 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ეს საფრანგეთში 2010 წლის შემდეგ ყველაზე ცივი შობა იქნება.
მეტეოროლოგები არ გამორიცხავენ, რომ საფრანგეთში 25 დეკემბრის ღამეს მცირე თოვლი მოვიდეს.




