– ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება

ჭკვიანური იქნება თუ მადურო გადადგება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„მისი გადასაწყვეტია ის, თუ რისი გაკეთება სურს. ვფიქრობ, მის მიერ ამის გაკეთება ჭკვიანური იქნება. თუ კატეგორიულ პოზიციას დაიკავებს, ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება, როდესაც ამას გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ს ცნობით, -ის სანაპირო დაცვა უკვე მეორე დღეა კიდევ ერთი ნავთობტანკერის დაკავებას ცდილობს.
„ტანკერი ვენესუელიდან გამოვიდა და იგი სანქცირებულია. მის დევნას ვაწარმოებთ. ამ ტანკერს დავაკავებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტანკერი „ბელა 1“ ვენესუელის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და მის დასაკავებლად ორდერი უკვე გაცემულია.