კახეთში 13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს, გოგონას ბიძას, მამიდის ქმარს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა.
მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ისინი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.
მომხდარის გამო, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვანი გოგოს ბიძამ დაჭრა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.