საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აძლევს ჩვენებას. ლაშა დარსალია ბრალდების მხარის მოწმეა.
დარსალია, რომელიც საზღვრის დამდგენ კომისიას 2020 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ დოკუმენტები აზერბაიჯანული მხარეს გადასცეს და ქართულ-აზერბაიჯანულ კომისიას მისი შესწავლა დაწყებული აქვს. კარტოგრაფები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.
იკვეთება თუ არა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დანაშაული საქმეში, დარსალია ამბობს, რომ ამაზე პასუხს ვერ გასცემს, რადგან მისი კომპეტენცია არ არის.
“მაგას მე ვერ შევაფასებ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. კითხვები ეხებოდა, თუ რა ლოგიკით და პრინციპით ხელმძღვანელობს კომისია. კომისია ხელმძღვანელობს ერთი პრინციპით, შეთანხმებულია 96 წელს, რომ მხარეები იყენებენ 38 წლის ხაზს და ჩემი პასუხის იყო, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც ადასტურებს ხაზს, არის რელევანტური. მე შემიძლია ვისაუბრო, 19 წლის შემდეგ კომისია რას ეყრდნობა, კომისია ეყრდნობა ყველაფერ იმას, რომელიც არის რელევანტური მათ შორის ერთი 200 ათასიანი რუკა იქნა წარმოდგენილი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება ჩვენი მხრიდან კომისიაზე. კომისიამ შეისწავლა მასალები, ყველა კომისია თავისთავად, ლოგიკურად აკეთებს, ნებისმიერი მასალა, რომელიც გამოჩნდება დამატებით შემდგომ მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად ღირებულია და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შემდეგ შეხვედრებზე ის მასალები, რომლებიც ჩვენს ხელთ ყოფილიყო განხილული საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის”, – ამბობს დარსალია.
რაც შეეხება ივერი მელაშვილს, მისი თქმით, დარასელიას მიმართ კითხვები მათაც აქვთ.
“გამოჰკითხა პროკურატურამ მოწმე, შესაბამისად, ჩვენც გვაქვს კითხვები, რომ დაზუსტებული იყოს არა ის, რომ პროკურატურამ რისი გაგებაც უნდა. ამიტომ, დაცვის მხარეს გამოვკითხავთ და იმის შემდეგ კი ბატონო, ნათელი სურათი გვექნება. მა პროკურატურის კითხვებს პასუხი გასცა და ახლა ჩვენ გვექნება კითხვები”, – ამბობს ივერი მელაშვილი.




