აშშ ღაზას სექტორის ფეშენებელურ კურორტად გადაქცევას აპირებს – WSJ
ამერიკის შეერთებული შტატები ღაზას სექტორის ფეშენებელურ კურორტად გადაქცევას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal იუწყება.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა ამბიციური გეგმაა სახელწოდებით „მზის ამოსვლა“.
პროექტის სავარაუდო ფასი 112 მლრდ დოლარია, მისი განხორციელება კი 20 წლის განმავლობაში იგეგმება.
იდეა ტრამპის მრჩეველს ჯარედ კუშნერსა და პრეზიდენტის სპეც. წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს ეკუთვნის. მისი მიზანია ღაზას მაღალტექნოლოგიურ საკურორტო მეგაპოლისად გადაქცევა.




