მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი , – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულმა 21 წლის მათე დევიძემ განაცხადა.
მან შეწყალების საკითხს “სისულელე” უწოდა.
„მომივიდა ხმები, რომ შემიძლია, დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი”, – განახადა მათე დევიძემ, რომლის განცხადებასაც „რადიო თავისუფლება“ ციტირებს.
მათე დევიძის თქმით, მისი ბრძოლა იქნება ბოლომდე.
„ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც“, – განაცხადა მათე დევიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და დარბაზი დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს