„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს

საქართველოს ერთ-ერთ უძველეს არასამთავრობო უფლებადაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციას“ ახალი თავმდჯომარე ჰყავს – თამარ ონიანი.
თამარ ონიანი დღეს, 22 დეკემბერს აირჩიეს საია-ს გამგეობის წევრებმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ის ამ პოზიციაზე ჩაანაცვლეს ნონა ქურდოვანიძეს, რომელიც პოზიციას 2022 წლიდან იკავებდა.
· თამარ ონიანი 2023 წლიდან არის საიას ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი;
· ამასთან, 2022 წლიდან – თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი.
· ის ორგანიზაციაში მუშაობს 2018 წლიდან, როდესაც მუშაობა დაიწყო სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.
· „ამ პოზიციაზე თამარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს“, – იუწყება საია.
მანამდე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოზიცია ორი ვადით ეკავა ნიკოლოზ (ნიკა) სიმონიშვილს.
რაც შეეხება ნონა ქურდოვანიძეს, – ის ორგანიზაციას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
საია-ს განმარტებით, წესდების შესაბამისად, აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
„საიას გუნდი მადლიერია ნონა ქურდვანიძის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. მისი ლიდერობით ჩვენ რთულ პერიოდში შევძელით ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და განახლებული შემართებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საია ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც წლებია, დასავლური ფონდების ფინანსური დახმარებით მუშაობს; იგი წლებია, იცავს არაერთი დემონსტრანტის თუ ჟურნალისტის უფლებებს. მათ შორის, წარმოადგენს „სახაროვის პრემიის“ მფლობელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელის სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…