ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში მაქსიმუმ 10 „ორეშნიკი“ განთავსდება

ბელარუსში მაქსიმუმ 10 „ორეშნიკი“ განთავსდება, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
კითხვაზე, ბელარუსში „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის რამდენი სისტემის განთავსება იგეგმება, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ 10.
„10 – ეს მაქსიმუმი იქნება“, – უპასუხა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში „ორეშნიკის“ სისტემა უკვე სამხედრო მზადყოფნის რეჟიმშია.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“