ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა. საუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა პირველად შემოიღო 2014 წელს და გააფართოვა 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სანქციები ძალაში დარჩება 2026 წლის 31 ივლისამდე.
ეს სანქციები მოიცავს ფართო სპექტრის სექტორალურ სანქციებს, კერძოდ ვაჭრობის, ფინანსების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების სფეროებში და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საგნების მიმართ.
სანქციები ასევე მოიცავს საზღვაო გზით რუსეთში ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის საგადასახადო სისტემა სვიფტიდან გათიშავს და კრემლის მხარდამჭერი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიასაშუალების ევროკავშირში ფუნქციონირების შეზღუდვას.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთზე ზეწოლა დამატებითი სანქციების დაწესების გზით გააგრძელონ.
1tv.ge




