კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს – სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით

კახა კალაძე „პროგრეს ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით: გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს – სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით
„საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით, ამიტომ, დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – ამის თაობაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებული პროცესების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ის თავს შეიკავებს კონკრეტიკისაგან, რადგან გამოძიება მიმდინარეობს.
„არანაირ მოქალაქეს არ უკავშირდება. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება იმას, რომ, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ პირებს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხით. დაწყებულია გამოძიება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი. გამოძიება ჩვენი ინიციატივით მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საზოგადოება ყველაფერს გაიგებს, მათ შორის იმას, თუ რა არის გამოკვლევის საგანი.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ის მზად, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თბილისის მერმა დასძინა: „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჩემი გამოძიებასთან სათანამშრომლო არაფერი არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს