უკრაინის სპეცსამსახური: რუსულ აეროდრომზე ორი ავიაგამანადგურებელი დავაზიანეთ

20-21 დეკემბრის ღამეს, რუსეთში, ქალაქ ლიპეცკთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, ორი ძვირადღირებული რუსული ავიაგამანადგურებელი — Su-30 და Su-27 დაზიანდა.
აცხადებს, რომ ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა უკრაინის სამხედრო დაზვერვის (GUR) ოპერაციის შედეგად, რომელიც უშუალოდ რუსეთში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელმა განახორციელა.
ორი დაზიანებული გამანადგურებლის საერთო ღირებულება, შესაძლოა, 100 მილიონ დოლარს აღწევდეს.
უკრაინის დაზვერვაში აღნიშნეს, რომ ლიპეცკის აეროდრომზე სპეცოპერაციის დაგეგმვას ორი კვირა დასჭირდა: „სკრუპულოზური მომზადების და პროფესიონალიზმის წყალობით, დაზიანდა Su-27 და Su-30, ბორტის ნომრებით '12' და '82'.“

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის…”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს