კოალიცია ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციას მიმართავს, საქართველოში აქციებს დროს სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენეებისა და სისტემური წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს.
კოალიციის განცხადებით, საერთაშორისო ინსტანციებიდან 5 გაეროს სპეციალური მომხსენებელია.
· გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ;
· გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შესახებ;
· გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლეთა და ადვოკატთა მდგომარეობის შესახებ;
· გაეროს სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს გარეშე თვითნებური და უკანონო დასჯის შესახებ;
· გაეროს სამუშაო ჯგუფი უკანონო დაკავებების შესახებ.
კოალიციამ ცვლილებისთვის ასევე მიმართვაა გააგზავნა შემდეგ ინსტანციებში:
· ევროკავშირის ადამიანის უფლებების სპეციალური წარმომადგენელი;
· ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი;
· ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს შესახებ;
· ეუთო-ს სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი.
“კოალიციამ ცვლილსებისთვის მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას, რათა საქართველოში ადამიანების სისტემურ წამებასთან და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყოს საგამოძიებო პროცედურები. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყნის შინგით გამოძიება არ არსებობს, სუს-მა თქვა, რომ 4 დღეში დაასრულა გამოძიება, დედამიწაზე არ არსებობს ყველაზე ძლიერი საგამოძიებო სისტემაც კი, რომელიც 4 დღეში გამოიძიებდა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო გამოძიება. კოალიცია ცვლილებისთვის მოამზადა”. – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
ზურა ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციის მიერ მოძიებული ინფორმაციები სტრუქტურებში უკვე გადაიგზავნა.




