პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
ანუ “საქართველოს ბედი აშხაბადში წყდებაო” – დღეს ქართველ დიპლომატებს სწორედ ეს უთხრეს და კიდევ სთხოვეს თავდაჯერებულები იყვნენ, რომ ეს გზავნილი უფრო ხმამაღლა გაიტანონ საზღვრებს გარეთ.
თუმცა ის აღარ დააზუსტეს (ჩართული კამერების წინ), რომ “აშხაბადი” საქართველოს ბედს ეხება მხოლოდ და არა ოცნების წევრებს და მათ ოჯახებს, რადგანაც მათ თავად ხომ ყველაფერი ევროპული სურთ… განათლებაც, ჯანდაცვაც, მოგზაურობაც, უძრავ-მოძრავი ქონებებიც და ყველა სხვა სიკეთეც… დიახ, ევროპული მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და აშხაბადში გადაწყვეტილი საქართველოს ბედი და შედეგები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.
კი, ასე სურთ და ასე ხედავენ. უბრალოდ, არ გამოვა ეს ამბავი! ვერ გამოვა! ყველა ერთად ან დავაღწევთ თავს ამ ისტორიულ ხარვეზს და გაუგებრობას, ან ყველა ერთად კიდევ უფრო მეტად დავზარალდებით რეჟიმის მეხოტბეც და მოწინააღმდეგეც.





