ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია | ზურაბიშვილი სოხუმში ნამუშევრების განადგურებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარს. პრეზიდენტი წერს, რომ ფონდის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
პრეზიდენტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.
“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, კვირას ღამით გაჩენილმა ხანძარმა თითქმის მთელი ფონდი გაანადგურა. ოკუპირებული ს ე.წ. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ 4 000 ნახატიდან მხოლოდ 150-მდე გადარჩა.
ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას ყველა ნამუშევარი განადგურდა.