ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა
მე აქ ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომელი პროცესის დასრულების შემდეგად ჩვენ ყველანი ერთად ვართ პროფესიის სამსახურში, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა ს მეორე ტურის დასრულების შემდეგ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა ადვოკატებს. ორი თვის მანძილზე საკმაოდ ინტენსიური საარჩევნო პერიოდი იყო, მადლობა თითოეულ ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებისთვის. მე მოხარული ვარ, რომ ნდობა მივიღე საკმაოდ დიდი და მეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩემს უსაყვარლეს პროფესიას ვემსახურო მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი“, – განაცხადა ყანდაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ს მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა. მან მეორე ტურში 1 473 ხმა მიიღო, ხოლო თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა -1 366.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით