ფაშინიანი სანქტ-პეტერბურგში ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრო

სომხეთის პრემიერმინისტრი, სანქტ-პეტერბურგში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და ევრაზიული ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრო.

ამის შესახებ ფაშინიანმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა და კადრები გაავრცელა.

ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთის გადატანაზე შეზღუდვის მოხსნისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა.

“მსურს აღვნიშნო, რომ მიმდინარე სასარგებლო და კონსტრუქციული ცვლილებები დიდი რეგიონის ყველა ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ეკონომიკური მედეგობის გამყარებასა და რეგიონული კომუნიკაციის გაფართოებას უწყობს ხელს.

ამ მხრივ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართ გამოვხატავ მადლიერებას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთის ტრანზიტის დაშვების გადაწყვეტილებისთვის და ასევე ორმხრივი ვაჭრობის დასაწყებად პირობების შექმნისთვის.

ეს არის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ფარგლებში ერთ-ერთი პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები”. – თქვა ფაშინიანმა.

საბჭოს სხდომას ფაშინიანის გარდა ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, ს პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი, ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი და ევრაზიული ეკონომიკური კომისიის კოლეგიის თავმჯდომარე, ბაკიტჟან საგინტაევი ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ხვალ, 22 დეკემბერს ფაშინიანი დსთ-ის ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ს პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ფაშინიანსა და ალიევს არაფორმალურ შეხვედრაზე “აუიცლებლად” დაელაპარაკება.