გიორგი რუხაძე: იანვრიდან ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღონ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და რამდენიმეთვიან პერსპექტივაში შესაძლებელია შეჩერდეს უვიზო რეჟიმი მთლიანად ქვეყანასთან

“უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა და სიგ­ნა­ლი უნდა იყოს და­ნარ­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის – თუ აქამ­დე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს დის­კომ­ფორ­ტი რიგ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ხვდე­ბო­დათ და სხვა­გან შე­ეძ­ლოთ შეს­ვლა, თუ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ამას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ,“ – ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რიშს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე­ებს შე­ე­ხოს, ხოლო მე­ო­რე ეტაპ­ზე – შე­საძ­ლოა მთელ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე გა­ფარ­თოვ­დეს.

  • რო­გორც გი­ორ­გი რუ­ხა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეროვ­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს გა­მო­ნაკ­ლი­სის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა, რომ არ და­ე­მორ­ჩი­ლონ ამ რე­გუ­ლა­ცი­ას.

„აქამ­დე არ­სე­ბობ­და ევ­რო­პუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც ევ­რო­პის წევრ დე­და­ქა­ლა­ქებს აძ­ლევ­და უფ­ლე­ბას სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის აეკ­რძა­ლათ ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა. კერ­ძოდ, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გერ­მა­ნია გა­და­წყვეტ­და, რომ და­ე­სან­ქცი­რე­ბი­ნა წრე, შე­ეძ­ლოთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად აეკ­რძა­ლათ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­ტო­რის მქო­ნე­თათ­ვის გერ­მა­ნი­ა­ში შეს­ვლა, თუმ­ცა ეს მათ არ უკ­რძა­ლავ­დათ უნ­გრეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში შეს­ვლას, თუ ის ქვე­ყა­ნა არ და­ე­თან­ხმე­ბო­და ამ წესს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთლი­ა­ნად ევ­რო­პა­ზე იმოქ­მე­დებს, ეროვ­ნულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს გა­მო­ნაკ­ლი­სის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა, რომ არ და­ე­მორ­ჩი­ლონ ამ რე­გუ­ლა­ცი­ას.

ის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს დის­კომ­ფორ­ტი ხვდე­ბო­დათ რიგ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში და სხვა­გან შე­ეძ­ლოთ შეს­ვლა, თუ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო მი­ი­ღებს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამას ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ. ბლან­კე­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს შე­ე­ხე­ბა. სიგ­ნა­ლი უნდა იყოს ეს და­ნარ­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის.

ევ­რო­კო­მი­სი­ის ან­გა­რი­ში არ­სე­ბობს, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბაც შე­იძ­ლე­ბა. უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის ახა­ლი მე­ქა­ნიზ­მი ახა­ლი მი­ღე­ბუ­ლია და ძა­ლა­ში შევა 30 დე­კემ­ბერს. 2026 წლის იან­ვრი­დან ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს დიპ­ლო­მა­ტი­ურ პას­პორ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბას, კი­დევ ერთხელ არის მო­წო­დე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რათა უვი­ზო მი­მოს­ვლა არ შე­ჩერ­დეს. უკვე აქვს მსგავ­სი გაფრ­თხი­ლე­ბა გა­ცე­მუ­ლი ევ­რო­კავ­შირს აგ­ვის­ტო­ში, იმის შემ­დეგ ამ ან­გა­რიშ­შიც არის ასა­ხუ­ლი რომ არა­ფე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იქ­ნე­ბა საბ­ჭო­ში შე­ჩერ­დეს უვი­ზო მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ და ევ­რო­კავ­შირ­შიც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არაფ­რის გამ­კე­თე­ბე­ლი არ არის. შე­ეძ­ლო „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქამ­დე არ მი­ეყ­ვა­ნა ვი­თა­რე­ბა, ბევ­რი არა­ფე­რი იყო სა­ჭი­რო. მარ­ტო ევ­რო­კავ­შირს კი არ უთხრა ფე­ხებ­ზე მკი­დი­ხართ, სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას უთხრა ფე­ხებ­ზე მკი­დი­ხარ­თო, ჩემ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ცოტა რა­ი­მე რომ მო­ვაკ­ლო არ მი­ღირს იმის­თვის, თქვენ უვი­ზო მი­მოს­ვლა შე­გი­ნარ­ჩუ­ნო­თო“, – აღ­ნიშ­ნა რუ­ხა­ძემ.