პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
სადისტებად და მოძალადეებად შვილებს ხშირად მშობლები ზრდიან. ეს ვიდეო გურიიდანაა… დედა შვილთან ერთად ცხოველზე ძალადობაში და დამცირებაში თანამონაწილეობს… ვიდეოს უღებს უსუსურ ძაღლზე დამამცირებელ მოპყრობას.
თბილისსა და ბათუმში ძაღლების კორპუსიდან გადმოგდების რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. სხვა უამრავი ასეთი მძიმე ფაქტი ხდება ქვეყნის ყველა კუთხეში.
და ამ დროს შინაურ ცხოველების მართვაზე და მათ მიმართ ძალადობის წიმააღმდეგ კანონი ამოქმედდა. ახალი რეგულაციები… შეზღუდვები ეტაპობრივად შედის ძალაში.
მთავარი საშიშროება რაც ამ კანონის მიღებას ახლავს თან, არაერთი მოუმზადებელი რეგულაციის დანერგვასთან ერთად, არის სახელმწიფოს მხრიდან სიციალურ-საგანმანათლებლო პროგრამების არ ქონა, რაც მოსახლეობაში მიუსაფარი ცხოველების მიმართ ემპათიის გაზრდას და ახალი კანონმდებლობის შესახებ მათ ინფორმირებულობას სრულყოფილად უზრუნველყოფდა.
ქვეყანში იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა, თითქოს მიუსაფარ ცხოველებზე საუბარი რა დროსააო, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველებზე ძალადობის შემთხვევების ზრდა უნდა იყოს საზოგადოებაში განგაშის საფუძველი… ხვალ ეს მოძალადე ადამიანები ბავშვებსა და ზრდასრულებზეც იძალადებენ. მოძალადე ბავშვებს კი დროულად სჭირდებათ შესაბამისი სპეციალისტების დახმარება.
პ.ს. ვიდეოს ვერ ვაზიარებ… საკმაოდ მძიმე საყურებელ-მოსასმენია.




