ირინა სარიშვილი: ასეთია პასუხი ნაძირალა ნაცნობ-უცნობების ბოდვაზე რეჟიმის ტყვეებისგან!

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
არც შეწყალება, არც საპროცესო გარიგება!
ასეთია პასუხი ნაძირალა ნაცნობ-უცნობების ბოდვაზე რეჟიმის ტყვეებისგან!
შეგახსენებთ,  მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი და, რომ არ მოაწერს ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.
პატიმრის თქმით, რამდენიმე დღის წინ „უდოს“ (ვადამდე პირობით გათავისუფლება) შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
ანდრო ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები გამოსავალი მხოლოდ სააპელაციოს გადაწყვეტილება იქნება, თუ ის ობიექტურ და მიუკერძოებელ ვერდიქტს გამოიტანს.