ახალი რუსული ლექსიკონი პოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტია – ენათმეცნიერული გამოცემა

მიმდინარე წელს გამოცემულ რუსული ენის ახალ განმარტებით ლექსიკონში სახელმწიფო ენა პოლიტიკური ძალაუფლების ინსტრუმენტად არის გამოყენებული. მაგალითად, მასში საერთოდ არ არის შეტანილი ისეთი ტერმინები, როგორიცაა „სიმართლე“, „გულაგი“ ან „სტალინიზმი“. ს მეცნიერებათა აკადემიის სლავური ინსტიტუტის წარმომადგენლის, იანა კოკოვას თქმით, ლექსინკონში შეტანილი განმარტებები სავალდებულოა სახელმწიფო უწყებებისთვის, მაღალჩინოსნებისა და მასწავლებლებისთვის და ტერმინების არასწორ ინტერპრეტირებას, შესაძლოა, კონკრეტული სოციალური და სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.
ახალი ლექსიკონი საკვანძო ტერმინების იდეოლოგიური განმარტების ინსტიტუციონალიზაციას ახდენს და, მაგალითად, „დემოკრატიის“ ცნებას დასავლური საზოგადოებისგან განსხვავებულად წარმოაჩენს. ამ გამოცემაზე ყურადღება საინფორმაციო ვებ-გვერდმა „მედუზამ“ გაამახვილა. მისი ცნობით, ენათმეცნიერული გამოცემა ს მართლმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობითა და იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობით მომზადდა.
ამერიკული საზოგადოებრივი მაუწყებლის, NPR-ის თანახმად, ენის გაკონტროლების მცდელობა არაერთ რეალურ თუ გამოგონილ ტოტალიტარულ რეჟიმს ახასიათებს. ამასთან დაკავშირებით, NPR-ი იხსენებს ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანს „1984“, რომელშიც რეჟიმი ენას რეალური ინფორმაციის დასამალად ცვლის.
ახალი რუსული ლექსიკონი კრძალავს ვულგარულ ტერმინებს, თუმცა „შეურაცხმყოფელი“ სიტყვების სიაში შეტანილია „გაზის გამოშვება“ (пук). ეს შეიძლება კომიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, იანა კოკოვას თქმით, ლექსიკონს დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებული არაერთი სიტყვა აკლია.
ლექსიკონის შესავალში ყურადღებას გამახვილებულია ს ბრძანებულებაზე, რომელიც ტრადიციული რუსული ღირებულებების დაცვას შეეხება. „რიგი ტერმინები მასში განმარტებულია ისე, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება დემოკრატიულ ქვეყნებში მათი საყოველთაო გაგებისგან. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ პოლიტიკურ და ღირებულებით ტერმინებს, როგორიცაა „დემოკრატია“, „ავტორიტარიზმი“, „ერთობა“ ან „მტერი“, – ამბობს კოკოვა.
მისივე თქმით, ტერმინების უმეტესობა, ერთი შეხედვით, სტანდარტულ განმარტებით ლექსიკონებს შეესაბამება და ძველი ენობრივი სახელმძღვანელოებიდან არის გადმოტანილი. თუმცა, ფუნდამენტური ცვლილებაა შესული პოლიტიკასა და სახელმწიფო ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ტერმინებში, სადაც სიტყვების მნიშვნელობები რეჟიმის იდეოლოგიის შესაბამისად არის განმარტებული.
მაგალითად, „დემოკრატია“ აღწერილია ისე, რომ ის უფრო ოლიგარქიულ მოწყობას უახლოვდება, ხოლო „ავტორიტარული მმართველობა“ წარმოდგენილია როგორც კრიზისის დროს საჭირო გამოსავალი. სიტყვა „მტერი“ ლექსიკონში ასეა განმარტებული: „მტერი არის ის, ვინც სუვერენული ძალაუფლების მიერ აღიარებულია ხალხის, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მტრად“.
ლექსიკონში შეტანილი განმარტებების გათვალისწინება სავალდებულოა არა მხოლოდ სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის, არამედ საგანმანათლებლო სისტემისთვისაც, რაც, კოკოვას თქმით, ზრდის ზეწოლას მასწავლებლებსა და იმ ჩინოვნიკებზე, რომლებსაც ენის საკითხებთან ყოველდღიური შეხება აქვთ. ამით ენა პოლიტიკური ლოიალობის დაკანონებულ იარაღად იქცევა.
კოკოვას აზრით, სიმბოლურია გარკვეული ტერმინების არარსებობაც. მაგალითად, ლექსიკონს აკლია სიტყვა „სიმართლე“, ასევე ტერმინები „რწმენა“ და „იმედი“. პოლიტიკურ და ისტორიულ ტერმინებს შორის შესულია „ნაციზმი“, მაგრამ არა „სტალინიზმი“ ან „გულაგი“. ამით, კოცკოვას თქმით, ლექსიკონი წარმოაჩენს არა მხოლოდ ენას, არამედ თანამედროვე რუსული სახელმწიფოს ღირებულებით ჩარჩოსაც.
„რუსული ენის ახალი განმარტებითი ლექსიკონის გამოცემის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური დოკუმენტები აღარ შეიძლება განიმარტოს სიტყვების ჩვეულებრივი მნიშვნელობის საფუძველზე, არამედ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ კოდიფიცირებული განსაზღვრების მიხედვით. ამასთან, წმინდა პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ჩვენი მხრიდან მოითხოვს არა მხოლოდ ამ ლექსიკის საფუძვლიან ცოდნას, არამედ ასევე რუსეთში მიმდინარე მოვლენების მუდმივ ანალიზს“, – დასძენს იანა კოკოვა.
წყარო: 1 არხი