პუტინი მზადაა მაკრონთან დიალოგისთვის – დმიტრი პესკოვი

ს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მან [მაკრონმა] თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მანაც გამოთქვა მაკრონთან დიალოგისთვის მზადყოფნა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა.

„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალობისა და სთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმირ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.