დმიტრი პესკოვი: “პუტინი მზადაა მაკრონთან დიალოგისთვის”

„მან [მაკრონმა] თქვა, რომ პუტინთან საუბრისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ის, თუ რა თქვა პრეზიდენტმა პირდაპირი ხაზის დროს. მანაც გამოთქვა მაკრონთან დიალოგისთვის მზადყოფნა. ასე რომ, თუ პოლიტიკური ნება ორმხრივად არსებობს, მაშინ ამის მხოლოდ დადებითად შეფასება შეიძლება“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა.

„მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან – გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმირ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს