საქართველოს ზეთის იმპორტი 50%-ით გაუძვირდა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში 1 ლიტრი ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 1.5 დოლარს უტოლდება, გასული წლის იმავე პერიოდში კი იმპორტის ღირებულება 1 დოლარი იყო.
5 ქვეყანა, რომელსაც საქართველომ წელს 11 თვეში ზეთის იმპორტისთვის ყველაზე მეტი გადაუხადა:
· რუსეთი – 50.254 მლნ აშშ დოლარი (33 155 ტონა)
· უკრაინა – 5.968 მლნ აშშ დოლარი (3 835 ტონა)
· აზერბაიჯანი – 1.646 მლნ აშშ დოლარი (1 141 ტონა)
· არაბთა გაერთიანებული საამიროები -1.587 მლნ აშშ დოლარი (1 553 ტონა)
· უნგრეთი – 766 ათასი აშშ დოლარი (348 ტონა)
2025 წლის 11-თვეში, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილია 60.447 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 147 ტონა მზესუმზირის ზეთი. შარშან დროის იმავე მონაკვეთში კი 44.555 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 41 614 ტონა ზეთი ვიყიდეთ.




