იანვარში ნავთობიდან კრემლის შემოსავლები, შესაძლოა, ბოლო 3 წელში ყველაზე დაბალი იყოს – Reuters

იანვარში ნავთობიდან კრემლის შემოსავლები, შესაძლოა, ბოლო 3 წელში ყველაზე დაბალი იყოს – Reuters
Reuters-ის გამოთვლების მიხედვით, 2026 წლის იანვარში ნედლი ნავთობის წარმოებიდან მიღებული ს საგადასახადო შემოსავლები შესაძლოა ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე $4.72 მილიარდამდე დავიდეს.
ეს მიმდინარე თვესთან შედარებით 16%-იან შემცირებას და 2025 წლის იანვართან შედარებით 55%-იან ვარდნას ნიშნავს.
რუსეთში წიაღისეულის მოპოვების გადასახადის (MET) შემოსავლები ყოველ თვეში 28 რიცხვამდე იკრიბება და წინა თვის ნავთობის წარმოების მოცულობას ასახავს. ნავთობისა და გაზის შემოსავლები ს ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
Reuters-ის გამოთვლების თანახმად, იანვარში MET-ის შემოსავლების შემცირება ძირითადად ნოემბრიდან საერთაშორისო ნავთობის ფასების საშუალო 12%-იანი ვარდნით იქნება განპირობებული.
შემოსავლების მკვეთრ შემცირებას ასევე ხელს უწყობს დეკემბერში დოლართან მიმართებით რუბლის გამყარება.
დეკემბერში წარმოებული ნედლი ნავთობისთვის Reuters-ის MET-ის გამოთვლები 1–18 დეკემბრის პერიოდში არსებულ მონაცემებს ეფუძნება. MET-ის განაკვეთი მთავრობის მიერ დადგენილი საგადასახადო ფორმულით განისაზღვრება, რომელიც ისეთ ფაქტორებს ეფუძნება, როგორიცაა ნავთობის ფასები და სავალუტო კურსები, რის გამოც გადასახადის ოდენობა ყოველ თვე იცვლება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემების მიხედვით, რომლებსაც გამოცემა РБК გაეცნო, მიმდინარე კვირაში რუსული ნავთობის ძირითადი საექსპორტო სახეობის – Urals-ის მარკის ფასი ბარელზე $34.52-მდე დაეცა.

საერთაშორისო ფასების სააგენტო Argus-ის მონაცემებზე დაყრდნობით რუსული ნავთობის ფასის კლებაზე მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოცემა Bloomberg-იც იუწყებოდა.
ცნობისთვის, 2025 წლის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი თავდაპირველად შედგენილი იყო იმ გათვლით, რომ რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 69 დოლარი იქნებოდა.