საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2025 წლის მდგომარეობით, მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ვალი 111 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გლობალური სახელმწიფო ვალის 1/3-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.
როგორც წესი, ყველაზე დიდი ვალი განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ და ეს ქვეყნები საგარეო ვალს ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად იყენებენ. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი – ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევს; კორუფციის და მითვისების შემთხვევაში კი, საგარეო ვალს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის და ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია.
იმ ქვეყნების სია, რომელთაც ყველაზე დიდი ვალი აქვს, ასე გამოიყურება:
1. აშშ – $38.5 ტრილიონი
2. ჩინეთი – $18.7 ტრილიონი
3. იაპონია – $9.8 ტრილიონი
4. დიდი ბრიტანეთი – $4.1 ტრილიონი
5. საფრანგეთი – $3.9 ტრილიონი
6. იტალია – $3.5 ტრილიონი
7. ინდოეთი – $3.4 ტრილიონი
8. გერმანია – $3.3 ტრილიონი
9. კანადა – $2.6 ტრილიონი
10. ბრაზილია – $2 ტრილიონი
შედარებისთვის, საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა $12.8 მილიარდს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ის 34.2%-ია.




