ლევან მახარაშვილი – ადვოკატთა ასოციაციის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოუდგენელია ჩვენი პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, წარმოუდგენელია ჩვენი ეს პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი თუნდაც საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური მაღალი აქტივობით, მშვიდ გარემოში ჩატარდება.
“10:00 საათზე უკვე გაიხსნა საარჩევნო უბანი. მიმდინარეობს ხმის მიცემა. მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ისეთ მშვიდ გარემოში ჩაივლის, როგორც პირველ ტურში იყო და ავირჩევთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოუდგენელია ჩვენი ეს პროფესიული ერთობა არსებობდეს და ფუნქციონირებდეს ნორმალურად, თუკი თუნდაც საკუთარ არჩევნებს მშვიდ გარემოში არ ჩავატარებთ”, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა