ისრაელის პარლამენტში მძევლების ნათესავები შეიჭრნენ

ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები ს პარლამენტში შეიჭრნენ შეხვედრაზე, რათა მოითხოვონ ზომების მიღება მათი ნათესავების გასათავისუფლებლად.
მძევლების ოჯახის წევრები ქნესეტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე შეიჭრნენ, ისინი სკანდირებდნენ: “აქ არ დასხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან!”; “გაათავისუფლეთ ისინი ახლავე!”. მომიტინგეებს თან ჰქონდათ მათი ოჯახის წევრების ფოტოები.
კვირას ღამით მძევლების ოჯახის წევრებმა იერუსალიმში საპროტესტო კარავი გაშალეს და პირობა დადეს, რომ იქ დარჩებიან მანამ, სანამ მთავრობა არ მიაღწევს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების სახლში დაბრუნების თაობაზე.
7 ოქტომბერს თავდასხმის შემდეგ “ჰამასმა” ტყვედ დაახლოებით 250 ადამიანი აიყვანა. ამ დროისთვის ტყვეობაში დაახლოებით 130 ადამიანი რჩება, მას შემდეგ, რაც ნოემბერში დადებული ზავით გატაცებულების ნაწილი სახლში დაბრუნდა. ისრაელის თქმით, 27 ადამიანი დაიღუპა ტყვეობაში. ამის შემდეგ შუამავლების ჩართულობით შეთანხმება მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვერ შედგა.
იხილეთ ასევე:
· ნეთანიაჰუმ უარყო “ჰამასის” პირობები მძევლების გათავისუფლებასა და ომის დასრულების შესახებ