ბორელი: უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ “ს ახლა უფრო მეტი და სწრაფი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება”.
“ის ფაქტი, რომ ჩართულები ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში, არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენ უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ, ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და მომავალშიც გაგრძელდება”, – თქვა ბორელმა.
შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დისტანციურად ესწრება.
We start today’s Foreign Affairs Council #FAC with FM @dmytrokuleba connected via VTC to discuss the situation on the ground and the EU’s continued support to #Ukraine.

Ukraine needs more and faster military support now, so 2024 becomes the year Ukraine prevails. pic.twitter.com/L8RYO6dLXv— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) January 22, 2024