ერდოღანი პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.
თურქეთს, რომელიც ნატოს წევრია, რუსეთთან და უკრაინასთან ზღვის მხრიდან საერთო საზღვარი აქვს. ანკარა აქამდე ორივესთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში განმეორებით შეიჭრა, თურქეთმა თავდასხმა მიუღებლად გამოაცხადა. ანკარამ მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა და დაპირისპირებულ მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკების მასპინძლობა შესთავაზა.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ერდოღანს და პუტინს შორის საუბარი ერთი საათი გაგრძელდა. ანკარამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.
“ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტა არამარტო შეამსუბუქებს ჰუმანიტარულ ვითარებას რეგიონში, არამედ იძლევა პოლიტიკური რეზოლუციის გამონახვის შანსს” – ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის ოფისის თქმით, “ერდოღანმა ხაზი გაუსვა სასწრაფო ნაბიჯების აუცილებლობას ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის საქმეში”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს