რომან გოცირიძე – აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა

აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული – გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, “ქართული ოცნების” ლიდერების განბანვა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების” ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა.
როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ლიდერების “შემოწმება” ეჭვებს ბადებს.
“ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, თუ ახლა არ შეცვალეს რამე. არავინ იცის თუ ვისი დეკლარაცია უნდა შემოწმდეს. აქ პირდაპირ დალაგდა “ქართული ოცნების” მთელი უფროსობა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული მურუსიძით. ანუ, ყველა იმ ადამიანის “შემოწმება” იწყება, რომელთა მიმართაც არის სერიოზული ეჭვები. თუ წინასწარ გააფრთხილე, დეკლარაციას ლამაზად დაუწერ და შემდეგ წინასაარჩევნოდ გამოაცხადებ, რომ “აი, ხომ ხედავთ” მთელი “ქართული ოცნება” შევამოწმეთ და ვერანაირი ხარვეზი ვიპოვეთ, ან ტექნიკური ხარვეზები გამოვავლინეთ, რომელიც არსებითად არაფერს ცვლის”, ეს პირიქით, გამოდის წინასაარჩევნოდ, განბანვა “ქართული ოცნების” ლიდერების. ამიტომ ეჭვს იწვევს. როგორი კომისიაც არ უნდა შექმნა, თავად ის გვარები და სახელები, რომელიც ამ ფორმით შეირჩა, მათი შემოწმება ეჭვებს ბადებს. აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატალია კანემი – UNFPA-ს მიზანია, აღკვეთოს გენდერული ნიშნით ძალადობა მსოფლიო მასშტაბით, დაიცვას ქალები და გოგოები და დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლებს ტრავმის გადალახვასა და ძალების აღდგენაში