„საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – ამ ლოზუნგით ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან აქცია გრძელდება

„საქართველოს ადგილი ევროპაშია“, – ამ ლოზუნგით ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან აქცია გრძელდება.
მოქალაქეების განცხადებით, პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
„ოლიგარქის დასამარცხებლად მოქალაქეებმა პროტესტი არ უნდა შეწყვიტონ, უფრო მასშტაბური უნდა გახდეს, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე წინასაახალწლო კონცერტი მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება