აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს – მათ მოედანზე განთავსებულ საახალწლო დეკორაციაზე, რომელსაც აქვს წარწერა: „სიკეთით სავსე ქალაქი“, გადააფარეს ბანერი წარწერით: „საწამლავით“

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე, საკრებულოსთან გადაინაცვლეს.
ადგილზე მისულმა დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედანზე არსებულ საახალწლო დეკორაციაზე, რომელსაც აქვს წარწერა „სიკეთით სავსე ქალაქი“ გადააფარეს ბანერი წარწერით: „საწამლავით“. მათთან სამართალდამცავები მივიდნენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბანერი დაკეცეს.
ისინი ახლა მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)