ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რამდენიმე მოქალაქე მივიდა ბანერებით

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რამდენიმე მოქალაქე მივიდა ბანერებით: „ხელისუფლებავ! სახლი სუნთქვაა და არა ფუფუნება! სოლიდარობა შშმ პირებს და მათ დედებს“; „შშმ პირთა დედები მოვითხოვთ და ვიცავთ შვილებს და ჩვენს უფლებებს – ხელისუფლებავ, ნუ იმალებით, მხარში დაგვიდექით“.
აღნიშნული პირები აცხადებდნენ, რომ ისინი უსახლკაროები არიან.
მოქალაქეების აქცია-პერფორმანს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უსახლკაროთა დასახმარებლად განსაკუთრებული მხარდაჭერაა.
„ჩვენი მხრიდან უსახლკარო ადამიანების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და მხარდაჭერაა. უსახლკარო ადამიანები ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტია, ასობით უსახლკარო ადამიანი არის დაბინავებული. გილოცავთ ახალ წელს და განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს უსახლკაროებს“, – აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)