ანა სიხაშვილი: ნებისმიერი რამ, რასაც ეს კვაზი ხელისუფლება აკეთებს ტყუილი და მხოლოდ პიარის ნაწილია. მასში მონაწილეობა კი სამარცხვინო…

ანა სიხაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი. ანა, უსინათლოა, ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტია:
საქართველოს პარლამენტის პოსტში ვკითხულობთ:
🔖
” საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: „ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე – მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა.”
მოდით განვიხილოთ:
❓
რომელ მიღწევებზე გვესაუბრებიან წლებია ერთსა და იმავე ადგილს რომ ვტკეპნით და საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლება ფაქტობრივად რომ ჩაუვარდათ?
❓დღემდე მასწავლებლებს რომ ვერ ასწავლეს სსსმ მოსწავლეს გიჟი ან იდიოტი რომ არ უნდა დაუძახონ?
❓რომელ მომავალზე გვესაუბრებიან ინკლუზიის გარეშე განათლება რომ ფეხქვეშ გათელეს და საერთაშორისო სტანდარტს ოდნავ თუ აკმაყოფილებდა საერთოდ რომ აღარ აკმაყოფილებს?
❓რომელ ინკლუზიურ განათლებაზე გვესაუბრებიან ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრს რომ ქმნიან რათა ადამიანთა პერსონალური ინფორმაციები შეაგროვონ და მათი ფსიქიკური დარღვევის საფუძველზე სრულფასოვან საზოგადოებრივ ჩართულობას რომ ვერ მოახერხებენ? ℹ️ხო სხვათა შორის ამ საკითხზე დაბალი ცნობიერებაც ინკლუზიური განათლების არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. ინკლუზიური განათლება მხოლოდ შშმ პირებისთვის სწავლებას არ გულისხმობს, ის საკითხთან მიმართებით ცნობიერების ამაღლებასაც მოიცავს.
ვინ გვესაუბრებიან ინკლუზიურ განთლებაზე ერთი ორი ექსპერტი და არაფრის მთქმელი შშმ პირები? რომლებსაც ცხოვრებაში პრეტენზია არ ჰქონიათ მათ უფლებებთან დაკავშირებით? მაშინ, როცა ვიღაცები ჩვენი განათლების უფლების დასაცავად ტყავიდან ვვარდებოდით და თან არ დაგავიწყდეთ რომ ამას ვცდილობდით სისტემური სახე ჰქონოდა შემდეგში სხვასაც იგივე პრობლემა რომ არ შეჰქმნოდა! და დღეს რაღაც ტრიბუნიდან ბუტაფორიული ტექსტებით გვმოძღვრავენ ვითომ და რაღაც გაკეთებულა. თუ რამე გაკეთდა ყველაფერი წყალში ჩაყარეთ და კი, ქოცებო ვიდრე ხელისუფლებაში ხართ ასე დარჩება. უფრო მეტიც, გულსატკენია რომ ვიღაც შშმ პირებს მხოლოდ დეკორაციად სვამთ და მეტ ფუნქციას არ ანიჭებთ.
მაშინ, როცა ვუყურებ რამდენი კარგი რამ შეიძლება გაკეთდეს რათა თითოეული ადამიანი შშმ თუ არა შშმ იყოს ბედნიერი და განათლება მიიღოს სათანადო პირობებში და შემდეგ მეცხადება ასეთი დიდი ტყუილის კასკადი, საშინელი და ძალიან მტკივნეულია. არა და ოდესღაც ჩვენ და ჩვენმა მშობლებმა ამისთვის მართლა ძალიან ბევრი გავიღეთ. გავიღეთ იმიტომ რომ არ გვინდოდა ილუზიებში ცხოვრება და ასეთ მკაცრ პირობებში ვიღაცებმა საუკეთესო შედეგები დავდეთ და შეძლებისდაგვარად სხვებსაც გავუკვალეთ გზა. აქ ჩემს თავზე ყველაზე ნაკლებად ვსაუბრობ, ბევრი სხვა ძალიან კომპეტენტური შშმ პირი მყავს მხედველობაში, რომელთა აზრიც დღეს არავის აინტერესებს! თუმცა ასეთი ხალხი აღარაა საჭირო რადგან მათ უნდათ:
ა) ინსტიტუციებში გამოკეტილი შშმ პირები
ბ) საუკეთესო შემთხვევაში დეკორაციად დასმული შშმ პირები, რომლებსაც პრეტენზიები არ გააჩნიათ.
ნებისმიერი რამ, რასაც ეს კვაზი ხელისუფლება აკეთებს ტყუილი და
მხოლოდ პიარის ნაწილია. მასში მონაწილეობა კი სამარცხვინო…
☑️ძალიან გავბრაზდი. ვიცი ახლა სხვა უამრავი თემაა რაზეც ხართ ფოკუსირებულნი თუმცა როგორ არ გამოვეხმაურო იმას, რასაც ჩემი ცხოვრების 70 პროცენტს ვუძღვნი ყოველდღიურად.